
სომხეთის ვიცე პრემიერ მინისტრმა ტიგრან ავინინმა მიიღო ევროკავშირის ელჩი სომხეთში ანდრეა ვიქტორინი. ინფორმაციას ავრცელებსს სომხეთის მთავრობის პრესსამსახური.
შეხვედრისას ვიცე პრემიერ მინისტრმა ტიგრან ავინიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მან დასძინა, რომ ევროკავშირთან დიალოგის დაწყება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე არის ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი.
მხარეებმა ისაუბრეს არცახის გარშემო შექმნილი ვითარების ბოლოდროინდელ მოვლენებზე, არცახში სომხური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხებზე. ვიცე პრემიერ მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მალე ახალი მოვლენებია მოსალოდნელი. სომხურმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირსიმ ჰუმატიტარული დახმარებისათვის, რომელსაც ისინი უწევენ აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად დევნილებს.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, სომხეთში განხორციელებული რეფორმების დღის წესრიგს. კერძოდ, განიხილეს თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა სახელმწიფო მმართველობის რეფორმისა და გაციფრულების საკითხებზე.
ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ პროგრამაზე.