სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სტეფან ვისკონტი (საფრანგეთი), ენდრიუ შოფერი (აშშ), სომხეთში რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსეი სინეგუბოვი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპრჩიკი. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პრემიერ მინისტრმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ვიზიტს რეგიონში აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ. ნიკოლ ფაშინიანმა საჭიროდ ჩათვალა მოლაპარაკებები მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარების მიზნით. პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ არცახისათვის ამჟამად პრიორიტეტულია თვითგამორკვევის უფლებაზე დაყრდნობით მისი სტატუსის დაზუსტება. დაზუსტებული იქნას არცახის სტატუსი. ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია აზერბაიჯანის მიერ დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაცია, არცახელების საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნებისათვის პირობების შექმნა, მათი რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.
პრემიერ-მინისტრმა დაგმო აზერბაიჯანის მიერ სამმხრივი მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, რაც აისახა პროვოკაციულ ქმედებებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა არცახ-აზერბაიჯანის საკონტაქტო ხაზზე 11 და 12 დეკემბერს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ფაშინიანისა და თანათავმჯდომარეების შეხვედრის დროს განიხილეს ომის შემდეგ შექმნილ ვითარებასთან, მოლაპარაკებების პროცესის განახლებასთან, არცახელი სომხების უფლებების აღდგენასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.