
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა მიიღო სომხეთში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლინ ტრეისი და მისი თანმხლები პირნი. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვაროს სიმონიანი, სომხეთის ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.
მხარეები შეეხნენ ვაჭრობისა და ინვესტიციის საბჭოს საქმიანობას და სამომავლო გეგმებს.
დიდი მნიშვნელობა მიენიჭა თანამშრომლობას შ შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა-ინვესტიცია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO), TBT (ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები), SPS (სანიტარიულ-ფიტოსანიტარული საკითხები), GSP (პრივილეგიის განზოგადებული სისტემა), მაღალტექნოლოგიური დიპლომატია და ა.შ. ასევე საქმიანი შეხვედრების ორგანიზება საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით”, – ნათქვამია ცნობაში.
ასევე განიხილეს სომხეთში საგადახდო პლატფორმების (PayPal მომსახურება), ვენჩურული სახსრებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს აშშ საერთაშორისო განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, განსაკუთრებით ტურიზმის, სოფლის ეკონომიკური განვითარების, ბაზრის ლიბერალიზაციის, მეცნიერების, ინოვაციური სოფლის მეურნეობის და ბიზნესის ხელშეწყობის სფეროებში.
ცნობაში ნათქვამია, რომ ელჩმა ლინ ტრეისიმ მადლობა გადაუხადა მინისტრს მიღებისთვის, ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მზად არის ითანამშრომლოს ყველა მიმართულებით და უზრუნველყოს საჭირო დახმარება.