მთავარიპოლიტიკა

შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები დაუწესა

,,Armradio.am” წერს, რომ ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სამდივნოს, მის ხელმძღვანელს ისმაილ დემირსა და კიდევ სამ ოფიციალურ პირს.

როგორც სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განმარტა, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ანკარის მიერ რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემების შეძენას.

”შეერთებულმა შტატებმა უმაღლეს დონეებზე და არაერთხელ გააგებინა თურქეთს რომ მის მიერ S-400 სისტემის შეძენა საფრთხეს შეუქმნის აშშ-ს სამხედრო ტექნოლოგიის  და პერსონალის უსაფრთხოებას და მნიშვნელოვანი საშუალებები იქნება მიმართული  რუსეთის თავდაცვის სექტორზე”, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ.

გაფრთხილებების უგულებელყოფით, თურქეთმა გადაწყვიტა წინ წასულიყო S-400– ის შეძენისა და გამოცდის საკითხში. პომპეო მოუწოდებს თურქეთს “დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს S-400 -თან დაკავშირებული საკითხი აშშ-სთან შეთანხმებით”.

ნახეთ მეტი
Back to top button