საერთაშორისო

ცესკომ ხუთი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო სიები ოფიციალურად გააუქმა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ხუთი საარჩევნო სუბიექტის პარტიული  სიები ოფიციალურად გააუქმა.

პროპორციული საარჩევნო სიის გაუქმების მოთხოვნით ცესკოს  ოპოზიციურმა პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”, „ევროპული საქართველო”, „ლეიბორისტული პარტია”, „სტრატეგია აღმაშენებელი” და „ლელო საქართველოსთვის“ რამდენიმე დღის წინ მიმართეს. 

შესაბამისი განკარგულებები ცესკოს  ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც განკარგულებებშია მითითებული, აღნიშნული სუბიექტების სიები მათი ლიდერების განცხადებების საფუძველზე გაუქმდა.

კერძოდ, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ და პარტიული სიიდან მოიხსნენ შემდეგი პოლიტიკური სუბიექტების საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატები: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (№2-დან №169-ის ჩათვლით),  „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (№6-დან №150-ის ჩათვლით), საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ (№5-დან №151-ის ჩათვლით), შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია (№2-დან №169-ის ჩათვლით), „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ (№5-დან №139-ის ჩათვლით).

შესაბამისად, აღნიშნული საარჩევნო სუბიექტები საკანონმდებლო ორგანოში სურვილის შემთხვევაშიც ვეღარ მოხვდებიან.

ნახეთ მეტი
Back to top button