მთავარიპოლიტიკა

44 ტყვე აზერბაიჯანიდან სომხეთში გადაიყვანეს

სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინინმა პატიმრების გაცვლის პროცესის დეტალები წარმოადგინა.   როგორც  ავინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა,  14 დეკემბერს მოხდა რუსი სამშვიდობოების შუამავლობით ტყვეთა  გაცვლის პროცესი.   ოფიციალურად დადასტურებული 44  ჩვენი თანამემამულე აზერბაიჯანიდან სომხეთში იქნა გადმოყვანილი.

„ამ ეტაპზე გაცვლილი იქნა  ის  სომეხი ტყვეები, რომელთა დატყვევება  დაადასტურა აზერბაიჯანმა და  წითელმა ჯვარმა. ინტენსიურად გრძელდება დაკარგული და შესაძლო ტყვეობაში მყოფი სხვა თანამემამულეების ძებნა, მათი დაბრუნების ორგანიზება.  დაბრუნებული ტყვეების შესახებ დამატებით  ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით”, – წერს  ტიგრან ავინიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button