საზოგადოება

აზერბაიჯანის კაპრიზების გამო, სომეხი ტყვეების დაბრუნება შეფერხებულია და რთულდება

უფლებადამცველმა, სომხეთის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა არტაკ ზეინალიანმა „Sputnik სომხეთის“  ეთერში ისაუბრა არცახის ომის შემდეგ ტყვეების  გაცვლის პროცესზე.

მისი  თქმით, საერთაშორისო კონვენციის თანახმად, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, კონვენციაში მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან დააბრუნონ ტყვეები და დაპატიმრებული მშვიდობიანი მოქალაქეები, მაგრამ ამ კონვენციის დაცვის მექანიზმები არ არსებობს.

”ჩვენ ვცდილობთ საკითხი ევროპული კონვენციის სფეროში გადავიტანოთ, რათა იგი ევროპულ სასამართლოს იურისდიქციაში შევიდეს, ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ ტყვეთა იდენტიფიცირება, რათა უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და სიცოცხლე”, – თქვა უფლებადამცველმა.

ზეინალიანის თქმით, ყოველთვის არსებობს იმედი, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უფრო აქტიურად ჩაერთვება ტყვეების დაბრუნების პროცესში. აზერბაიჯანი კაპრიზების  გამო, სომეხი ტყვეების დაბრუნება შეფერხებული და გართულებულია.

„ბაქოს არ შეუძლია გააკონტროლოს ინფორმაციის მთლიანი სფერო, რადგან იქ არიან ტყვეები საველე მეთაურების განკარგულებაში, რომელთა შესახებ მათ არ იციან”, – განაცხადა უფლებადამცველმა.

მან თანამემამულეებს  მოუწოდა თავი შეიკავონ ინტერნეტში ტყვეების შესახებ ინფორმაციის, ფოტოების, ვიდეოების განთავსებას  და აღნიშნა, რომ ამ თემის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, მაგრამ არსებობს უსაფრთხოების, ტაქტიკური ან ე.წ. საიდუმლოების დაცვის უფლება,  რომლებსაც ხალხი პატივს უნდა სცემდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button