პოლიტიკა

ექსპერტები არ გამორიცხავენ ახალ ინციდენტებს არცახში

ყარაბაღში ახალი ინციდენტების საშიშროება არ განეიტრალებულა.  RIA Novosti- სთან ინტერვიუში ასეთი აზრი გამოთქვა რუსეთის საშუამავლო  მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ეუთოს მინსკის ჯგუფის ყოფილმა თანათავმჯდომარემ ვლადიმერ კაზიმიროვმა.

”რუსეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მხარეებმა შეინარჩუნონ ცეცხლის შეწყვეტის პრინციპი.  მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ რუსი სამშვიდობოები ასე  სწრაფად მიიყვანეს კონფლიქტის ზონაში. ჩემი აზრით, სხვადასხვა ინციდენტის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს და განეიტრალებული არ არის”, – თქვა ვლადიმერ კაზიმიროვმა.

მისი თქმით, უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დაარღვია 1994 წელს მიღებული  ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება , რომელიც 26 წლის განმავლობაში მოქმედებდა.

იგივე აზრი აქვს პრიმაკოვის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების მკვლევარს ვადიმ მუხანოვს.

”არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ გამწვავება აღარ მოხდება. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ის განცხადებები, რომლებსაც კონფლიქტის მხარეები აკეთებენ ახლა, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, კონფლიქტის მხარეები მზად არ არიან საკითხის მოგვარების გასაგრძელებლად”, – თქვა ექსპერტმა.

მისივე თქმით, მხოლოდ მხარეებისა  და პოლიტიკური ელიტის ნებით შესაძლებელია საკითხის მოგვარება.

”სიტუაცია კვლავ ჰაერში ჰკიდია.  სამწუხაროდ, ჰაერში არიან გამოკიდულნი  რუსი სამშვიდობოებიც, რადგან ისინი გარკვეულწილად სიტუაციის მძევლები ხდებიან. გამწვავება მოსალოდნელია  არა მხოლოდ ჰადრუთში, არამედ სხვა სასიცოცხლო რეგიონებშიც, მათ შორის ლაჩინის დერეფანში”,  – თქვა მუხანოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button