
საფრანგეთი გააგრძელებს არცახის ომის შედეგად დევნილი ოჯახებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. როგორც იუწყება “არმენპრესი”, ამის შესახებ აცხადებს დიასპორის მთავარი კომისრის აპარატი.
”მთავარი კომისარი ზარეჰ სინანიანი შეხვდა სომხეთში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯონათან ლაკოთს. განიხილეს საფრანგეთისა და საფრანგეთში სომხური საზოგადოების მიერ არცახის ომის შედეგად დევნილი ოჯახებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისის აღმოჩენის საკითხი. შეხვედრის დროს ისინი შეეხნენ სოლიდარობას, რომელიც საფრანგეთის ხალხმა გამოიჩინა არცახისა და სომეხი ხალხის მიმართ მთელი ომის განმავლობაში. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებაც”,-აცხადებს დიასპორის მთავარი კომისრის აპარატი.