ტათევიკ კარაპეტიანი რუსეთის 100 საუკეთესო ახალგაზრდა ლიდერს შორის დასახელდა

კომპანიათა ჯგუფ „ტაშირ“-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ტათევიკ კარაპეტიანის (ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის ქალიშვილი) სახელი, კვლავ გამოჩნდა „Choiseul 100“-ის რეიტინგში. ინფორმაციას ავრცელებს კომპანიათა ჯგუფის პრესსამსახური.
„ავტორიტეტული ექსპერტები ირჩევენ 40 წლამდე ასაკის თანამედროვე რუსული ბიზნესის ყველაზე კაშკაშა და ნიჭიერ წარმომადგენლებს, რომელთა პოტენციალიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას”, – ნათქვამია ცნობაში.
„Choiseul 100“-ის დამოუკიდებელი რეიტინგი მოიცავს მათ სახელებს, ვინც რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზებას ახდენს, განამტკიცებს ქვეყნის პოზიციებს.
ეს რეიტინგი 2020 წლისათვის შეადგინეს პარიზის ინსტიტუტმა ,,შუაზელ“-მა და მოსკოვის საფრანგეთ-რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა „ობსერვო“-მ.
ეს რეიტინგი დგება 2019 წლიდან და ქვეყნდება RBC ბიზნეს -გაზეთში. ტათევიკ კარაპეტიანის სახელი უკვე მეორედ არის შეტანილი ამ სიაში.