მთავარიპოლიტიკა

უახლოეს დღეებში დაგეგმილია ტყვეთა გაცვლის მეორე ეტაპი

,,Armradio.am” წერს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პატიმართა გაცვლის მეორე ეტაპი უახლოეს დღეებში იგეგმება, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან საპარლამენტო ფრაქციის “ჩემი ნაბიჯის” შეხვედრის შემდეგ განაცხადა დეპუტატმა ნაზელი ბაღდასარიანმა.

”გაცვლის მეორე ეტაპი დაგეგმილია უახლოეს მომავალში. დღეების საკითხია. ჩვენ ვსაუბრობთ ტყვეთა რაოდენობაზე, რაც აზერბაიჯანმა ოფიციალურად დაადასტურა, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ ამ რიცხვზე მეტი შეიძლება იყოს”, – აღნიშნა ბაღდასარიანმა.

დეპუტატის თქმით, აზერბაიჯანში დარჩენილი ტყვეების რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე გუშინ სომხეთში დაბრუნებული პირები.

”ამ ეტაპზე დისკუსია დადასტურებულ ტყვეთა რაოდენობას ეხება, მაგრამ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ პროცესი უწყვეტი იქნება”, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button