მთავარიპოლიტიკა

ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატი არ გამორიცხავს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ნებისმიერ ეტაპზე

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” წევრი ნაზელი ბაღდასარიანი არ გამორიცხავს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ნებისმიერ ეტაპზე. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ბაღდასარიანმა.

”პრემიერ-მინისტრის მიერ გამოქვეყნებული საგზაო რუქა შეიცავს პუნქტს  როგორც პარტიების შესახებ, ასევე საარჩევნო კოდექსის შესახებაც. კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებული სამუშაოები კერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. არის საკითხები, რომელთა შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მისაღებია. ეს ლოგიკური პროცესია. ”ჩვენ არ გამოვრიცხავთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ნებისმიერ ეტაპზე”, – აღნიშნა ბაღდასარიანმა.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ითხოვენ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გადაყენებას და რიგგარეშე  საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

ნახეთ მეტი
Back to top button