
9 ნოემბრის მემორანდუმში აშკარად და ერთმნიშვნელოვნად იყო ნახსენები რეგიონები, საიდანაც უკვე გაიყვანეს სომხეთის შეიარაღებული ძალები. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ანა ნაღდალიანმა, ზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ლეილა აბდულაევას იმ განცხადების კომენტირებისას, სადაც ის ამბობდა, რომ “სომხეთის შეიარაღებული ძალები გაყვანილი უნდა იქნას ყარაბაღიდან”.
”აშკარაა, რომ აზერბაიჯანული მხარის ცალმხრივი კომენტარები მიზნად ისახავს თავი გაიმართლონ ამ ბოლო დროს მათ მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევის გამო“,-თქვა ნაღდალიანმა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ინტერვიუ მისცა რუსულ გაზეთ “კომერსანტს”.