
აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში კლარკ კუპერი, აცხადებს, რომ რუსეთის ყოფნა მთიან ყარაბაღს დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის, იტყობინება RIA Novosti.
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა პრესკონფერენციაზე ჰკითხა კუპერს, თუ როგორ აპირებს შეერთებული შტატები რეგიონის ქვეყნების დახმარებას რუსეთის გავლენის შენელების მიმართულებით.
„ მე ნამდვილად ვეთანხმები იმ აზრს, რომ იქ, სადაც რუსეთია, დესტაბილიზაციის საფრთხე იქმნება. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი გამოწვევაა ყველა იმ სახელმწიფოსთვის და მხარისთვის, რომლებიც მონაწილეობენ“, – თქვა კუპერმა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და მათში მინსკის ჯგუფის მონაწილეობის აუცილებლობას, ასევე დამატებით ყურადღებას უთმობს ჰუმანიტარულ საკითხებსაც.