ბაქოს მიზანთაგან ერთ-ერთია ხუთი წლის შემდეგ რუსი მშვიდობისმყოფელნი არცახიდან გავიდნენ
„Sputnik სომხეთის“ ეთერში კავკასიის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ჰრანტ მიქაელიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პარლამენტის ვიცე-სპიკერის ადილ ალიევის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად, რუს სამშვიდობოებს არა აქვთ უფლება შეცვალონ ყარაბაღის რუკა.
ჰრანტ მიქაელიანის თქმით, აზერბაიჯანში ანტირუსული განწყობები მმართველმა რეჟიმმა 90 -იანი წლებიდან გაავრცელა, ამიტომ პრობლემა ღრმაა, რასაც მოწმობენ აზერბაიჯანის რეგულარული დემონსტრაციები სომხების, რუსებისა და სპარსელების წინააღმდეგ. მიქაელიანმა, აზერბაიჯანის პარლამენტის ვიცე სპიკერის ადილ ალიევის განცხადებაზე დაყრდნობით, ხაზი გაუსვა, რომ იგულისხმება სამშვიდობოების მისიის რუკა ბაქოში, სადაც შუშის რაიონის სოფელი ჰინ შენი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ მოექცა.
”ზოგადად, რუსეთის სამშვიდობო მისიის განთავსება იქ აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის მისასალმებელი არ არის, ამიტომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ აღნიშნული დასახლება სამშვიდობო მისიის ფარგლებიდან ამოიღონ. აზერბაიჯანის პოლიტიკა ბოლო დროს მეტად ანტირუსული გახდა,” – ამბობს ანალიტიკოსი.
მიქაელიანმა არ გამორიცხა აზერბაიჯანელების მიერ ახალი პროვოკაციების განხორციელებას. მისივე თქმით, ჰადრუთის რეგიონის მთიან რაიონებში 160-მდე სომეხი სამხედრო მოსამსახურის დატყვევება სამშვიდობო მისიას შეეხო, ბაქოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია რუსი სამშვიდობოების ხუთი წლის შემდეგ არცახიდან წასვლა. ისინი შეეცდებიან სომხების განდევნასაც სომხებით დასახლებული არცახის სხვა რეგიონებიდანაც.
ანალიტიკოსის აზრით, აზერბაიჯანელები განაგრძობენ შეტევას არცახის დასახლებებზე, ამიტომ სომხური მხარე ძალიან აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს რუსებთან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, რადგან უმოქმედობა მიუღებელია. მისი თქმით, სასჯელი უნდა აღემატებოდეს დანაშაულის ზომას, სომხურ მხარეს არ უნდა შეეშინდეს შესაძლო ესკალაციისაც კი, რადგან აზერბაიჯანი ცდილობს მთლიანად განდევნოს სომხები არცახიდან.