პოლიტიკა

გაზეთი „ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნ“ („სომხეთის რესპუბლიკა“): ანკარის რიტორიკა უფრო ხისტი ხდება

„არცახის მიმდებარე ტერიტორიებზე თურქული რეგულარული ჯარების განლაგებით   უფრო თვალშისაცემი ხდება  ამ ქვეყნის აგრესიული მუშაობის სტილი.  სამმხრივი განცხადებისა და წინასწარი შეთანხმებების თანახმად, თურქეთის რეგულარული ჯარები უნდა განლაგებულიყვნენ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის ცენტრში, რომელიც რუსეთთან ერთად შეიქმნა, მაგრამ ბოლოდროინდელი ქმედებები ცხადყოფენ, რომ სინამდვილეში, ჯიჰადისტი ექსტრემისტების გარდა, დიდი რაოდენობით თურქული რეგულარული ჯარიც იმყოფება.

როგორც მოსალოდნელი იყო, თურქეთი ჯარს არცახის მახლობლად განათავსებს. ეს ფაქტი დაადასტურა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმაც თავის  ბოლოდროინდელ განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button