
ერევანსა და ბაქოს შორის ტყვეთა გაცვლის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა რუსტამ მურადოვმა დეტალურად ილაპარაკა ბაქოსა და ერევანს შორის ტყვეთა გაცვლის შესახებ „ყველა ყველაზე“ პრინციპით, – თქვა ზახაროვამ.
მან აღნიშნა, რომ 9 ნოემბერს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივი მემორანდუმის თანახმად, ტყვეთა გაცვლა განხორციელდა „ყველა ყველაზე“ პრინციპით, რასაც წინ უძღოდა რუსი სამშვიდობოების აზერბაიჯანულ-სომხურ მხარეებთან ფართო მოსამზადებელი სამუშაოები. 12 ადამიანი ბაქოში გადაიყვანეს რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით, 12 ადამიანი გადასცეს აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს. აზერბაიჯანულმა მხარემ 44 ადამიანი დაუბრუნა სომხეთის მხარეს.
რუსი სამშვიდობოები გააგრძელებენ სამმხრივი მემორანდუმის მოთხოვნების სტაბილურ განხორციელებას.
„ პატიმართა გაცვლის პროცესი გრძელდება”, – დაასკვნა ზახაროვამ.