მთავარიპოლიტიკა

რიგგარეშე არჩევნები ვერ ჩატარდება მხოლოდ ჩემი ნებით და გადაწყვეტილებით: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრიმა ნიკოლ ფაშინიანმა  ხაზი გაუსვა, რომ სომხეთში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მხოლოდ მისი ნებით ვერ მოხდება.  ამაზე მიღწეული უნდა იქნას შეთანხმება. ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა რადიო „თავისუფლების“ კორესპოდენტთან  ინტერვიუში.

უპასუხა რა კითხვას,  არის თუ არა ლოგიკური ამ სიტუაციაში პრემიერ მინისტრის შეცვლა, ფაშინიანმა უპასუხა. „აქ საკითხი არ ეხება პრემიერ-მინისტრის შეცვლა არ შეცვლის საკითხს, არამედ იმას თუ ვინ უნდა გადაწყვიტოს  პრემიერ მინისტრის შეცვლის საკითხი. ეს საკითხი უნდა გადაჭრას ხალხმა საკუთარი არჩევანით. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მხოლოდ ჩემი საკუთარი ნებით არ შეიძლება, ამაზე უნდა  იქნას  მიღწეული შეთანხმება“.

შეკითხვაზე  თუ რა აზრისაა იმაზე, რომ  ზოგიერთი მას  დამნაშავედ მიიჩნევს, ფაშინიანმა უპასუხა:   „მე ჩემი თავი მიმაჩნია ნომერ პირველ  პასუხისმგებლად, მაგრამ თავს ნომერ პირველ დამნაშავედ არ ვთვლი”.

ნახეთ მეტი
Back to top button