
“სამშობლოს ხსნის მოძრაობის” ინიციატივა, რომელიც შედგება საპარლამენტო-არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალებისგან, 22 დეკემბერს აცხადებს სრულიად სომხეთის და სტუდენტთა გაფიცვას. ამის შესახებ “ღირსების მარშის” აქციის დროს განაცხადა სომხეთის რევოლუციური ფედერაციის უმაღლესი ორგანოს წარმომადგენელმა იშხან საღათელიანმა.
„სამშაბათს, 12:00 საათიდან, გაფიცვა გამოცხადდება მთელს სომხეთში. 12:00 საათზე ყველანი ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. სამშაბათს ვაცხადებთ ჩვენი ბრძოლის ყველაზე გადამწყვეტ დღედ”, – აღნიშნა საღათელიანმა.
საპარლამენტო-არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები 11 ნოემბრიდან ატარებენ სხვადასხვა ქმედებებს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. “სამშობლოს ხსნის მოძრაობამ”, რომელიც 16-ზე მეტ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიას მოიცავს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვაზგენ მანუკიანი წარადგინა პრემიერ-მინისტრობის ერთობლივ კანდიდატად. ვაზგენ მანუკიანს ადრე ეკავა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრისა და საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობები.