მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, თუ რა შემთხვევაში განიხილავს სომხეთი არცახის აღიარების პროცესს

სომხეთი  არცახის რესპუბლიკის აღიარების პროცესს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი არ დაეთანხმება არცახის სტატუსის საკითხის მოლაპარაკებების დღის წესრიგში დატოვებას.

“არმენპრეს”-ის გადმოცემით, ამის შესახებ ფრანგულ გაზეთ “Le monde” – სთან ინტერვიუში განაცხადა სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა.

”ხალხთა თვითგამორკვევის უფლება სამშვიდობო მოლაპარაკებების ქვაკუთხედია. სომხეთმა არ აღიარა არცახის დამოუკიდებლობა მხოლოდ იმის გამო, რომ მიეცა შესაძლებლობა მოლაპარაკებების გზით მიეღწიათ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება. ზოგი ადამიანი დღეს ცდება, რადგან ფიქრობს, რომ სამხედრო ძალის გამოყენებით დღის წესრიგიდან მოხსნილია არცახის სტატუსის საკითხი. ამასთან დაკავშირებით, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგში კვლავ დარჩება არცახის სტატუსის საკითხი, რაც დამაკმაყოფილებელია. ამ საკითხზე აზერბაიჯანის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სომხეთი განიხილავს არცახის რესპუბლიკის აღიარების პროცესს”, – აღნიშნა არა აივაზიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button