მთავარიპოლიტიკა

სომხეთი კვლავაც იქნება არცახის უსაფრთხოების გარანტი: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკა კვლავაც დარჩება არცახის  უსაფრთხოების გარანტი. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.

”ამისათვის სომხეთის რესპუბლიკა უნდა იყოს სტაბილური და განვითარებადი სახელმწიფო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა,  ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ჩვენი შიდა უსაფრთხოება, ჩვენი საზღვრების ხელშეუხებლობა, ისე, რომ ეს იყოს არა მხოლოდ განცხადება, არამედ რეალობა.   უსაფრთხოება  მხოლოდ ფიზიკურ  უსაფრთხოებას არ ნიშნავს,არამედ ის მოიცავს  სოციალურ და  ეკონომიკურ უსაფრთოებასაც”, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერ  მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ათობით გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც მიზნად ისახავდა არცახის  ნორმალური ცხოვრების რიტმისადმი დაბრუნებას, მის აღდგენასა და უზრუნველყოფას.

”დემოგრაფიული უსაფრთხოებაც პრობლემაა  დღეისათვის.  ხორციელდება ზომები არცახელების თავის საცხოვრებელ ადგილებში დასაბრუნებლად და ეს ძალისხმევა გაგრძელდება. ჩვენ განვახორციელეთ მრავალი პროგრამა და მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომელთაგან  ძალიან  ბევრი ეხება არცახს.  კერძოდ, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების სოციალური გარანტიების შესახებ და სხვა.  არცახში არის მთავრობა, რომელთანაც ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ”, – თქვა პრემიერ მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button