პოლიტიკა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ ნაწილში რუსი მესაზღვრეები განთავსდებიან

17 დეკემბერს  სიუნიქის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა სამუშაო კონსულტაცია ჩაატარა სამხედრო ნაწილის მეთაურის, სიუნიქის რეგიონის გუბერნატორისა და ეუს სასაზღვრო ჯარების ტერიტორიული ქვედანაყოფის მეთაურის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა.

შეხვედრაზე განიხილეს სომხეთისა და აზერბაიჯანის დემარკაციასთან დაკავშირებული საკითხები, ახლად ჩამოყალიბებულ სასაზღვრო ხაზებზეშეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა  და სასაზღვრო ჯარების   განლაგება. თავდაცვის მინისტრმა  სასაზღვრო მოლაპარაკებებში მონაწილე მაღალჩინოსნებს მითითებები მისცა ჯარების განლაგების, უსაფრთხოების საგუშაგოების შექმნისა და მიმართულებების მიხედვით ახალი ქვედანაყოფების შექმნის პროცესების შესახებ. სამხედრო ნაწილის მეთაურმა და  სიუნიქის გუბერნატორმა  წარმოადგინეს   ზოგიერთ სადავო რაიონში ცატარებული მუშაობის შედეგები, აღნიშნეს,  რომ მხარეებს შორის სასაზღვრო დისკუსიები გრძელდება.

ვაღარშაკ ჰარუთიუნიანი ასევე შეხვდა რუსეთის სამშვიდობო მისიის  ოფიცრებს, შეეხო გორის-სტეპანაკერტის გზის კონტროლის საკითხს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რუსეთის მესაზღვრეების განლაგების პროგრამას, აგრეთვე ომის შედეგად დაკარგული პირების ძებნას.

ნახეთ მეტი
Back to top button