საზოგადოება

13 ნოემბრიდან ნაპოვნია 892 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი: არცახის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამინისტრო

არცახში სამძებრო სამუშაოების დროს, 13 ნოემბრიდან დღემდე, ნაპოვნია ორი ცოცხალი სამხედრო მოსამსახურე, ერთი სომეხი და მეორე აზერბაიჯანელი. ეს იყო 14 ნოემბერს, ძებნის პირველ დღეს, შუშის მახლობლად. ისინი დაჭრილები  იყვნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ინციდენტის შემდეგ მხოლოდ მსხვერპლთა ცხედრები იქნა ნაპოვნი, მათ შორის ამოუცნობი.

ამის შესახებ „Sputnik სომხეთს“  განუცხადა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰუნან თადევოსიანმა.  როგორც მან თქვა,  სამძებრო სამუშაოები 13 ნოემბერს დაიწყო შუშიდან და გაგრძელდა ყველა დასახლებულ პუნქტსა და რაიონში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.

”ამ დროისთვის ნაპოვნია 892 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი. სამუშაოები შეჩერებული იქნა  ბოლო 3 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო. ძებნა განახლდა გუშინ ჯაბრაილის, ფიზულისა და ყარახანბეილის მიმართულებით“, -თქვა თადევიოსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button