მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანელ სამხედროებთან აღმოჩენილი იქნა რუკები, სადაც სომხეთი წარმოდგენილია, როგორც აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორია: სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი

თავის ფეისბუქ გვერდზე სომხეთის ომბუდსმენმა არმან თათოიანმა გამოაქვეყნა აზერბაიჯანელ სამხედროებთან  ნაპოვნი რუკები, რომლებშიც სომხეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოდგენილია, როგორც აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორია.

”ეს არის რუკები, რომლებიც აზერბაიჯანელ სამხედროებს აქვთ სპეციალური ბუკლეტის სახით.  ამ რუკების უმეტესობაში ნაჩვენებია სომხეთის რესპუბლიკა, როგორც აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორია. სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატმა ისინი დააფიქსირა მონიტორინგის დროს.

ამ რუკებს თან ახლავს ტექსტები, რომლებიც აშკარად არ შეესაბამება სინამდვილეს, რომლებიც პირდაპირ ემყარება აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ანტი-სომხურიზმისა და მტრობის პროპაგანდის თეზისებს. უფრო მეტიც, სწორედ ეს ტექსტები აჩაღებენ  ღრმა სიძულვილს სომეხთა მიმართ.  “ეს ქვეყანა ჩემია, შენი, ჩვენია”,  “საპატიო მოქალაქემ არ უნდა მოითმინოს სიმბოლოების შეურაცხყოფა”, “სიმბოლოები უნდა იყოს დაცული ისევე, როგორც ქვეყნის პატივი, პატივისცემა და ღირსება”, “ყველა სიმბოლო წმინდაა” და ა.შ. ნათქვამია ბუკლეტებში.

მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ ტექსტში ნათქვამია: ”როდესაც რუსეთის იმპერია დაინგრა, აზერბაიჯანის ტერიტორია იყო 130 ათასი კვადრატული კმ.,  1918-1920წწ. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორია იყო 114 ათასი კვადრატული კილომეტრი. საბჭოთა პერიოში  გადაცემული იქნა რუსეთისათვის  7 ათასი კვადრატული კილომეტრი (დერბენტის სახანო ), სომხეთისათვის  (1923 წლამდე, ზანგზეური, ეღეგნაძორი, სევანის, დილიჯანის რეგიონები, სასაზღვრო სოფლები) 1946 წელს 40 კვადრატული კილომეტრი, 1969 წელს ტოვუზიდან 7,6 კვადრატული კილომეტრი, ყაზახიდან დაახლოებით 50 კმ. კვადრატი.  საქართველოს გადაეცა 9,5 ათასი კვადრატული კილომეტრი, შემდეგ სხვადასხვა დროს გადაეცა 27,4 ათასი კვადრატული კილომეტრი. ჩვენ ჩვენი დიდი ტერიტორიებიდან დაგვრჩა  86,6 ათასი   კვადრატული კილომეტრი, რომლიდანაც  13,110 კვადრატული კილომეტრი ჯერ კიდევ  ოკუპირებულია.

ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის კომპეტენციასთან, რადგან ეს ეხება სომხეთის მთელი მოსახლეობის გარანტიას, სომეხი ხალხის სიცოცხლეს, ქონებას და ყველა სხვა უფლებას, მათ დაცვას წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან, ნათქვამია სომხეთის რესპუბლიკის დამიანის უფლების დამცველის ფეისბუქის  პოსტში.

ნახეთ მეტი
Back to top button