პოლიტიკა

არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის ოფიციალური პირის განცხადებას “სომხური ძალების გაყვანის შესახებ”.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებები “სომხური ძალების არცახიდან  გაყვანის შესახებ” მიზნად ისახავს სამმხრივი მემორანდუმის  დამახინჯებას 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების გაგრძელებაა, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის შუამავლობის მცდელობებისა და სამშვიდობო მისიის ჩაშლას. ამის შესახებ  განცხადება  გააკეთა არცახის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ,   კომენტარი გაუკეთა რა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის  რუსულ გაზეთ  “კომერსანტთან” მიცემულ ინტერვიუში  ნათქვამს  “სომხური ძალების არცახიდან გაყვანის შესახებ“.

”ამავდროულად, აღვნიშნავთ, რომ არცახის  რესპუბლიკის თავდაცვის არმია იყო და იქნება არცახის სახელმწიფოებრიობის მთავარი გარანტი. 10 ნოემბერს რუსეთის  შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის დამყარების შემდეგ, არცახის  თავდაცვის არმია რუს სამშვიდობო ძალებთან ერთად აგრძელებს მისიას კონფლიქტის ზონაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია არცახის  საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button