მთავარიპოლიტიკა

არც ერთი მეტრი არ მოაკლდება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიას. თავდაცვის სამინისტრო

17 დეკემბერს, სიუნიკის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ვაღარშაკ ჰარუთიუნიანი შეხვდა რეგიონის მთელი რიგი თემების ხელმძღვანელებს.

შეხვედრის მონაწილეებმა თავდაცვის მინისტრს წარუდგინეს შეშფოთება საზღვრის კორექტირების გამო რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით. თემის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საზღვრის ცვლილების გამო, არაერთი დასახლებული პუნქტი აღმოჩნდება მტრის სამიზნედ, მათ შორისაა რეგიონალური ცენტრი კაპანი.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვრის კორექტირება ხდება ორივე მხრიდან მაღალი რანგის ოფიცრების თანდასწრებით, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის არც ერთი მეტრი არ იქნება დათმობილი. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ ტერიტორიებს გააკონტროლებენ რუსი მესაზღვრეები, რომლის გარშემოც უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების დამატებით გარანტიებს.

ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა აღნიშნა, რომ ამ ზონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხორციელდება ზომების მთელი კომპლექსი, კერძოდ, იქმნება ახალი სამხედრო ნაწილები, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა და ეს პროცესი იქნება უწყვეტი.

ნახეთ მეტი
Back to top button