საზოგადოება
ირანის მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული ტვირთი უკვე სომხეთშია

ირანის მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული დახმარება უკვე სომხეთშია, – თქვა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აბას ბადახშან ზოჰურმა ჯანმრთელობის მინისტრ არსენ ტოროსიანთან შეხვედრისას.
კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სომხეთს 5 დასახელების სამედიცინო მოწყობილობა გადაეცა, მათ შორის პულსის ოქსიმეტრი, სადეზინფექციო საშუალებები, თერმომეტრები, COVID-19-ის ტესტები (IgM, IgG) და სხვა აქსესუარები.
ჩაბარებას ესწრებოდნენ სომხეთში ირანის ელჩის მოადგილე ალი მაჰმად მოთაღი, ჰუმანიტარული დახმარების რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი დავით ალთუნიანი, ირანის საელჩოსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.