მთავარიპოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გაცილებით რთულია: პუტინი

ყარაბაღის გარშემო მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე საერთაშორისო სამართლებრივი დებულებები. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა  უპასუხა  რა ტასს-ის კორესპოდენტის კითხვას.

მისი თქმით, ეს ტერიტორიები აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, გარდა ამისა, სომხეთს  თავადაც არ აუღიარებია  ყარაბაღის დამოუკიდებლობა.

„მაგრამ სიტუაცია გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი ნორმატიული დებულებები. ფესვები ეთნიკურ კონფლიქტშია, რომელიც სუმგაითში დაიწყო და შემდეგ მთიან ყარაბაღში გავრცელდა. აქ თითოეულ მხარეს აქვს საკუთარი სიმართლე.  ”მთიანი ყარაბაღის სომხებმა კიდევ ერთხელ აიღეს იარაღი მათი სიცოცხლისა და ღირსების დასაცავად”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button