მთავარიპოლიტიკა

პუტინი შესაძლებლად მიიჩნევს სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდას მთიან ყარაბაღში, თუ მხარეები შეთანხმდებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე შეთანხმდებიან სომხეთი და აზერბაიჯანი. ამის შესახებ პუტინმა განაცხადა პრესის პრესკონფერენციაზე .

„რაც შეეხება ჰუმანიტარული მისიის კონტინგენტში სამშვიდობოების რაოდენობის ზრდას, ეს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ყველა მხარის თანხმობით, აზერბაიჯანის ჩათვლით, რადგან ჩვენ თავდაპირველად განვიხილეთ ჩვენი სამშვიდობოების რაოდენობა და იგი შეთანხმებულია”, – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ მხარეები განაცხადებენ სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ, ისინი ამას გააკეთებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button