გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უპასუხა რა ტასსის კითხვას, სწორედ ახლა რატომ მოხდა ომი ყარაბაღში, განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა.
”მე არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდა რაიმე გარეგანი ჩარევის შედეგად. ურთიერთგასროლები და მცირე შეტაკებები ბევრჯერ მომხდარა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი კონფლიქტად იქცა”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთის პოზიცია ყოველთვის ერთი იყო. ის, რომ აუცილებელია შეთანხმების მიღწევა სისხლისღვრის გარეშე. ასე შეიქმნა მოსკოვის პოზიცია ეუთოს მინსკის ჯგუფშიც, სადაც რუსეთი ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ქვეყანაა.
”ჩვენ წლების განმავლობაში ამოვდიოდით იმ დებულებიდან, რომ შვიდი რეგიონი უნდა დაუბრუნდეს აზერბაიჯანს. მთიანი ყარაბაღის სტატუსი უცვლელი უნდა დარჩეს, ანუ სტატუს ქვო უნდა დარეგისტრირდეს, მაგრამ ყარაბაღსა და სომხეთს შორის კომუნიკაციის შესაძლებლობები უნდა შეიქმნას”, – აღნიშნა მან.