მთავარისაზოგადოება
ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა: პუტინი არცახის მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა გააგრძელოს არცახის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. როგორც “არმენპრესი” იუწყება, პუტინი ამ საკითხს პრესკონფერენციის დროს შეეხო.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო შუამავლები იმოქმედებენ და დაიწყებენ დახმარებას იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდებათ, პირველ რიგში, არცახში დაბრუნებულ ლტოლვილებს. დახმარების აღმოჩენის საქმეში მონაწილეობას მიიღებს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაიწყებენ მუშაობას. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს ფუნქციები“, – თქვა პუტინმა.