
როდესაც მზად ვიქნებით, უნდა წავიდეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიიღონ გადაწყვეტილება და არ გამოიყვანონ ხალხი ერთმანეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის მოადგილემ ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„მე მსურს, რომ არჩევნები ჩატარდეს რაც შეიძლება მალე, რადგან ეს ჩვენ ყველას გვჭირდება. ახლა ჩვენ უნდა ამოვისუნთქოთ ასეთი დარტყმის შემდეგ, გავაანალიზოთ ჩვენი შეცდომები და ვიფიქროთ თუ როგორ უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, როდესაც ეს ტექნიკურად და ფიზიკურად იქნება შესაძლებელი”, – თქვა მან.
მისი თქმით, მათ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ სამართლიანი არჩევნების ორგანიზება.
”ჩვენ წავალთ არჩევნებზე, წავაგებთ – წავაგოთ”, – თქვა სიმონიანმა.
ეროვნული ასაბლეის ვიცე-სპიკერის თქმით, თუ არჩევნების შემდეგ ხალხმა იგრძნო, რომ უკანონობა მოხდა, ისინი შეცვლიან მთავრობას, ამის ხერხი თვითონ ჩვენ ვაჩვენეთ ხალხს თავის დროზე, თქვა სიმონიანმა.