მთავარიპოლიტიკა

”9 ნოემბრის განცხადების თანახმად, საზღვრის დემარკაცია გათვალისწინებული არ არის”. ვაზგენ მანუკიანი

,,სპუტნიკი სომხეთი” წერს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციური პარტიების ერთობლივმა კანდიდატმა, ვაზგენ მანუკიანმა და სამშობლოს ხსნის მოძრაობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მკაცრად გმობს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების მტრისთვის გადაცემის პროცესს, რომლის შენიღბვის მცდელობაც ხდება  სადემარკაციო და სადელიმიტაციო სამუშაოებით.

”საჭიროდ ვთვლით ხაზი გავუსვათ, რომ სადემარკაციო და სადელიმიტაციო პროცესები არ არის გათვალისწინებული 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციით. ამ განცხადების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ცეცხლის შეწყვეტის საწყისი წერტილი და ყველა საომარი მოქმედებების დასრულება არის ის, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა შეჩერდნენ პოზიციებზე, რომლებიც მათ უკავიათ განცხადების მომენტში. ამიტომ, დეკლარაციის ტექსტის არცერთი დებულება არ წარმოადგენს საზღვრების შეცვლის საფუძველს. აშკარაა, რომ ეს საკითხები შემდგომი მოლაპარაკებებისათვის დარჩა, მათი ყოვლისმომცველი, რთული ხასიათის გათვალისწინებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნა, რომ არსებული საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, როგორიცაა სომხეთი-საქართველო, საქართველო-აზერბაიჯანი, საზღვრების დემარკაცია და დელიმიტაცია ხორციელდება სახელმწიფოთა მიერ შექმნილ უწყებათაშორის კომისიებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, რაც მოითხოვს საზღვრის რატიფიცირებას ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ.

ხსენებული პროცესების სრულ დასრულებამდე სომხეთის რესპუბლიკამ უნდა დაიცვას თავისი  ომამდელ პერიოდში არსებული საზღვარი.

”რომელიმე რუკა, განსაკუთრებით კი GPS სისტემის მონაცემები, არ წარმოადგენს იურიდიულ აქტს, და არ შეიძლება იყოს დემარკაციის საფუძველი, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან უმაღლესი ხელისუფლების მიერ დამტკიცებულ დემარკაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოძრაობა მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და სასაზღვრო დასახლებული ადგილების მაცხოვრებელთა უფლებებსა და სასიცოცხლო ინტერესების შემლახავი ტერიტორიის გასხვისების პროცესი და მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს არ შეასრულონ ის ინსტრუქციები, რომლებიც ეწინააღმდეგება სომხეთის სახელმწიფო ინტერესებს, 9 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციას და საერთაშორისო პრაქტიკას.

აღსანიშნავია, რომ არცახის 44-დღიანი ომის შემდეგ, ახალი ტერიტორიულ-სასაზღვრო სიტუაცია შეიქმნა არა მხოლოდ არცახში, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე, გეგარქუნიკის, ვაიოც ძორისა და სიუნიქის რეგიონებში.

ნახეთ მეტი
Back to top button