თურქეთისა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრებმა 15 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას იგდირ-ნახჭევანის გაზსადენის მშენებლობის შესახებ. პროექტის თანახმად, გაზი თურქეთის გავლით უნდა მიეწოდოს ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელსაც აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს.
გაზეთ “სომხეთის რესპუბლიკა”-თან საუბრისას თურქოლოგმა ანუშ ჰოვჰანნისიანმა აღნიშნა, რომ ამჟამად ნახჭევანს გაზს ამარაგებენ მეზობელი ირანის გავლით შემდეგი სქემით: აზერბაიჯანი გაზს აწვდის ასტარას – ირანს, ეს უკანასკნელი კი ნახჭევანს, 15% ინახავს სატრანზიტო მოსაკრებლად. დღეს შექმნილ ახალ ვითარებაში აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაში არსებული პუნქტით ნახჭევანთან ტრანზიტის შესაძლებლობა შეიქმნება, მაგრამ არ არის მითითებული რა აქვთ მხედველობაში და რას გულისხმობს ტრანზიტად.
ნახჭევანი აზერბაიჯანისთვის ასევე წარმოადგენს პრობლემას იმ თვალსაზრისით, რომ თურქეთის “ეროვნულ პაქტა”-დ წოდებული დოკუმენტის თანახმად, თურქები მიიჩნევენ, რომ ეს ტერიტორია მათ საკუთრებას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ ეროვნული პაქტი ანუ მისაკი მილი არის თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი დოკუმენტი, რომელიც ჯერ კიდევ ათათურქმა მიიღო. მის გადახედვაზე გამუდმებით საუბრობს ერდოღანი. იგი არაერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ამ დოკუმენტის თანახმად, თურქეთის საზღვრებში ყველაფერი არ არის. სინამდვილეში, ერდოღანი განაცხადს აკეთებს იმის გადასახედად, რომლის თანახმად თურქეთის შემადგენლობაში უნდა იყოს კვიპროსი, ერაყის მოსულის პროვინცია, ჩრდილოეთ სირია და ნახჭევანი. 1938 წელს სირიის ალექსანდრეთის (სამხრეთ კილიკია) სანჯაკი თურქეთს ძალით მიუერთეს. ამ დოკუმენტის თანახმად, ნახჭევანი განიხილება არა როგორც აზერბაიჯანის, არამედ თურქეთის ტერიტორია”, – განმარტა ჰოვჰანნისიანმა.