მთავარიპოლიტიკა

არცახის და სომხეთის ომბუდსმენებმა გამოაქვეყნეს რიგგარეშე მოხსენება აზერბაიჯანის მიერ ჟურნალისტების დამიზნების შესახებ

არცახის და სომხეთის უფლებადამცველებმა გამოაქვეყნეს საგანგებო ანგარიში აზერბაიჯანის მიერ ჟურნალისტების დამიზნების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ არცახის და სომხეთის სახალხო დამცველები.

განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია:

,, არცახისა და სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველებმა 18 დეკემბერს გამოაქვეყნეს  რიგგარეშე ერთობლივი მოხსენება აზერბაიჯანის თავდასხმების შესახებ ჟურნალისტებზე, რომლებიც აშუქებდნენ საომარ მოქმედებებს არცახში.

აზერბაიჯანის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და არცახის ინფრასტრუქტურის დამიზნებასთან ერთად, განზრახ და განურჩევლად სამიზნე გახდნენ ჟურნალისტები და მათი მომსახურე სატრანსპორტო საშუალებები, რის შედეგადაც 7 ჟურნალისტი (5 უცხოელი და 2 სომეხი) მძიმედ დაშავდა და დაიღუპა 1 ადამიანი, რომელიც მეგზურობდა  ჟურნალისტთა ჯგუფს. მიზანმიმართულ დამიზნებაზე მეტყველებს ისიც, რომ ჟურნალისტებს ეცვათ სპეციალური ფორმები და ჰქონდათ განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც ასევე იყო მათ მანქანებზეც. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე მტკიცებულება, რომ დარტყმების წინ და მომენტში აზერბაიჯანული სადაზვერვო დრონები  დაფრინავდნენ შემთხვევის ადგილზე, რაც ნიშნავდა, რომ ჟურნალისტები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისათვის სრულად ხილული იყო.

ამავდროულად, ომის გასაშუქებლად არცახში მყოფი  ჟურნალისტების პროფესიული მუშაობის შეფერხების მიზნით, აზერბაიჯანში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და  შავ სიაში იყვნენ შეტანილი არცახში მომუშავე განსაზღვრული უცხოელი ჟურნალისტები. მეტიც, მთელი ომის განმავლობაში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შეზღუდა საერთაშორისო ჟურნალისტების დამოუკიდებელი საქმიანობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, გააკონტროლა მათი მოძრაობა და მათთვის შექმნა ხელოვნური ბარიერები.

ჟურნალისტთა სამიზნედ გამოყენების ყველა შემთხვევების გარემოებების, ასევე აზერბაიჯანული მხარის სხვა შესაბამისი ქმედებებისა და განცხადებების გაანალიზებით, აშკარაა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჰქონდა დანაშაულებრივი განზრახვა, რომ მთლიანად გამოეყო არცახი საერთაშორისო ინფორმაციის ნაკადებისა და დამოუკიდებელი წყაროებისგან, რათა დაემალა არცახის ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური და განზრახ საომარი დანაშაულებები.

აზერბაიჯანულ-თურქული აგრესიის შედეგად არცახის მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულების გასაშუქებლად 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ 190 უცხოური მედიასაშუალების 390 ჟურნალისტი იქნა აკრედიტირებული, არცახს ასევე ეწვია ასობით სომეხი ჟურნალისტი.

ნახეთ მეტი
Back to top button