მთავარიპოლიტიკა

ბაქო აღიარებს ტყვედ აყვანილი 62 მოქალაქის ფაქტს. დეპუტატი

ფრაქციის “ჩემი ნაბიჯი”  დეპუტატმა ნაზელი ბაღდასარიანმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აცნობა, რომ ახლახან დასრულდა მისი და დეპუტატ სოფია ჰოვსეფიანის შეხვედრა ხწაბერდიდან ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების მშობლებთან, რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურ რუსტამ მურადოვთან.

”შეხვედრის დროს გენერალმა დაადასტურა, რომ ოფიციალური ბაქო აღიარებს სომხური მხარიდან ტყვედ ჩავარდნილი 62 მოქალაქის ფაქტს.

ეს გარემოება მნიშვნელოვანი გარანტიაა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის. ტყვეთა სია ჩვენი და არცახის პრეზიდენტის მიერ გადაეცა სამშვიდობო ძალებს, აზერბაიჯანული მხარისთვის გადასაცემად.

დღევანდელ შეხვედრაზე დადასტურდა ისიც, რომ ჩვენი ტყვეები ბაქოში იმყოფებიან. ”შემდეგ ეტაპზე განიხილება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნების ვადები და პირობები”, – აღნიშნა დეპუტატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button