საზოგადოება

გაეროს გენმდივნის მრჩეველმა საქართველოს ხელისუფლებას სრული ლოკდაუნის შემოღებისკენ მოუწოდა

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, არა მარტო არ შეასუსტოს მოქმედი შეზღუდვები, არამედ გაამკაცროს ისინი და ქვეყანაში მინიმუმ ექვსი კვირით სრული ლოკდაუნი შემოიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „სპუტნიკი საქართველო“.

ფხაკაძის თქმით, ჯერ კიდევ სექტემბერში ქვეყანაში რომ დაწესებულიყო არა წერტილოვანი შეზღუდვები, არამედ სრული ჩაკეტვა, ინფიცირებულთა რაოდენობის ასეთი სწრაფი ზრდის არიდება შესაძლებელი იქნებოდა.

„ვირუსმა არ იცის რომ არის შობა-ახალი წელი, არც დაბადების დღე, არც ქორწილი და არც სხვა შეკრება. შესაბამისად, საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალი ეს არის სრული ლოკდაუნი“, – განმაცხადა ფხაკაძემ ტელეარხ TV Pirveli-ს ეთერში.

ის დარწმუნებულია, რომ დღეს საქართველოში არავინ არ ფიქრდება სერიოზულად მესამე ტალღაზე და იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სისტემა უბრალოდ ვერ გაუძლებს ასეთ შემოტევას, ხოლო ყველა მოკლევადიანი გადაწყვეტილებები იმპულსურად არის მიღებული.

მან მოუწოდა ადამიანებს „თავის მოტყუებას თავი დაანებონ“ და გაიგონ, რომ საქართველოში დღეს მოქმედი ღონისძიებები საკმარისი არ არის და მათ მხოლოდ სანახევროდ იცავენ. ასე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის მიუხედავად, ადამიანები გადაადგილდებიან კერძო მანქანებით, დადიან ერთმანეთთან სტუმრად, აღნიშნავენ დაბადების დღეებსა და ქორწილებს.

ფხაკაძის თქმი, ჯერ ნაადრევია საქართველოში ვაქცინის შემოტანაზე საუბარი, მითუმეტეს ჯერ არ არის მოგვარებული დამცავი სამედიცინო პირბადეების საკითხი. გაეროს გენმდივნის მრჩევლის თქმით, პირბადეების უმრავლესობა, რომელიც საქართველოს აფთიაქებში იყიდება და გამოიყენება მედიკოსების მიერ, არ არის სამედიცინო. რამაც, შესაძლოა, გამოიწვია ასეთი მაღალი მაჩვენებლები.

ფხაკაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ჯერ არ არსებობს კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო ხერხი, გარდა ხარისხიანი სამედიცინო პირბადისა და ორმეტრიანი დისტანციის დაცვის.

ნახეთ მეტი
Back to top button