მთავარიპოლიტიკა

მას არაფერი არ გაუკეთებია არცახთან დაკავშირებით, ახლა თურქეთს გამოიყენებს: პოღოსიანი აშშ-ს შესახებ

სომხეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ბენიამინ პოღოსიანის განცხადებით, თუ ჩვენ შევეცდებით გავერკვიოთ შეერთებული შტატების პოზიციაში არცახის  ომის დროს, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სახელმწიფომ რეალურად არაფერი გააკეთა სიტუაციის შესაცვლელად. შეერთებულმა შტატებმა მოაწყო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, შეეცადნენ მიეღწიათ ცეხლის შეწყვეტისათვის, მაგრამ მცდელობამ ამაოდ ჩაიარა.  ამის შესახებ  ილაპარაკა პოლიტოლოგმა „სპუტნიკი სომხეთ“-თან საუბარში.

”განცხადებებს არავითარი მნიშვნელობა  არ აქვთ სამშვიდობო ოპერაციების  განხორციელებისას. შეერთებულ შტატებს ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, სასწრაფოდ მოეწვია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, ეცადა  მიეღო ამ საბჭოს მანდატი და გადაედგა  ნაბიჯები ამ მიმართულებით. თურქეთი უშუალოდ მონაწილეობდა ომში, არღვევდა ყველა ჰუმანიტარულ უფლებებს, მაგრამ ნატომ, რომლის წევრიც თურქეთია, არ უპასუხა ზეწოლას, ხოლო შეერთებულმა შტატებმა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გავლენიან  წევრს, შეეძლო  გავლენა მოეხდინა თურქეთზე”.

პოღოსიანის თქმით, შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკულად არაფერი გააკეთა 44-დღიანი ომის დროს  და ამ ომის თავიდან ასაცილებლად, თუნდაც თურქეთის ჩართულობის საკითხის აღსაკვეთად. პოლიტოლოგმა ხაზი გაუსვა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულ ურთიერთობებს და თქვა, რომ ბაიდენის არჩევისთანავე შეერთებული შტატები გაატარებს უფრო მკაცრ პოლიტიკას რუსეთის მიმართ პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის შავი ზღვის გაფართოებულ აუზში.

პოლიტოლოგის აზრით, შეერთებული შტატები შეეცდება დაეყრდნოს თურქეთს კავკასიის რეგიონში, რადგან ერდოღანის პოლიტიკასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს. მისივე თქმით, შეერთებული შტატები ყველა ღონეს იხმარს დასავლეთის ბლოკის გავლენის თურქეთში დაბრუნების მიზნით, გამოიყენებს მას რუსეთის გავლენის შემასუსტებელ იარაღად.

ნახეთ მეტი
Back to top button