სომხეთის სიუნიქის რაიონის ზოგიერთ მონაკვეთზე განლაგდებიან რუსი მშვიდობისმყოფელები

რუსი მესაზღვრეები ასევე განლაგდებიან აზერბაიჯანის საზღვარზე, სიუნიქის რაიონის ზოგიერთ მონაკვეთზე. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება იმის შესახებ,რომ მედიაში გავრცელდა ცნობა, თითქოს თავდაცვის მინისტრმა ვაღარშაკ ჰარუთიანიანმა გუშინ პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ბრძანებით გააფორმა საიდუმლო შეთანხმება რუსულ მხარესთან, რომლითაც სიუნიქის პოზიციების დაცვა გადაეცა რუს მესაზღვრეებს.
”ცხადია, თავდაცვის მინისტრს ხელი არ მოუწერია რაიმე საიდუმლო დოკუმენტისათვის. უფრო მეტიც, თავდაცვის მინისტრი თავისი თანამდებობიდან გამომდინარე ოფიციალურად ვერ მოაწერდა ხელს რაიმე დოკუმენტს, რომელიც ეხებოდა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების დემარკაციას. მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი შეუთანხმდა თავის რუს კოლეგებს, რომ რუსი მესაზღვრეები დისლოცირებული იქნებიან სიუნიქის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთში უსაფრთხოების მიზნით”, – განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.