
არაბოლოგის არმენ პეტროსიანის აზრით, შეერთებული შტატები მთავრობის შეცვლისთვის ემზადება და რა გავლენას მოახდენს ეს პროცესები იმ რეგიონებზე, სადაც გარკვეული მოლოდინები აქვთ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისგან.
”მთავარია, რა თქმა უნდა, შუა აღმოსავლეთი, სადაც თურქეთსა და ირანს ჯერ კიდევ აქვთ პრობლემები აშშ-ს ადმინისტრაციასთან. კიდევ ერთი შესაძლო რეალობაა ის, რომ არცახის ომის პროცესებმა გამოავლინა ახალი გარემოებები კავკასიის რეგიონში, თურქეთის როლის გაზრდის, რუსეთ-თურქეთის ახალი თანაფარდობისა და ირანის პოზიციათა ცვლილების სახით.” – თქვა მან.
პეტროსიანის თქმით, 2018 წლიდან, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ირანთან ბირთვული შეთანხმება დატოვა, ირანზე ზეწოლის ახალი პოლიტიკა დაიწყო, ხოლო ირანის ხელმძღვანელობამ გაავლო დროის გარკვეული ხაზი და ელოდა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
არაბოლოგი ექსპერტის აზრით, ირანმა არ გაამძაფრა სიტუაცია, არ ჩაერთო ღია სამხედრო კონფლიქტში. ის ცდილობდა სტაბილურობის შენარჩუნებას, ქვეყნის შოკისგან დაცვას და ელოდა თუ რა პოზიციას გამოავლენდა ბაიდენის ადმინისტრაცია ირანის საკითხის ირგვლივ.
არმენ პეტროსიანის აზრით, თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ურთიერთობები ერთსა და იმავე ლოგიკაში უნდა იქნას განხილული. რადგან თურქეთი, ირანის მსგავსად, ასევე აშშ- ს სანქციების ქვეშ აღმოჩნდა, ამიტომ ირანი, ერთი მხრივ, მეგობრულ ჟესტს აკეთებს ანკარის მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ ინარჩუნებს იმ კურსს, რაც მას ჰქონდა წინა 2.5 წლის განმავლობაში.