მთავარიპოლიტიკა

დატყვევებული 62 სამხედრო მოსამსახურის გვარები გადაეცა წითელ ჯვარს. თავდაცვის სამინისტრო

დღეს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა ვიდეო კავშირის მეშვეობით განმარტებები მიაწოდა იმ სამხედრო მოსამსახურეების მშობლებსა და ნათესავებს, რომლებიც აზერბაიჯანელებმა ტყვედ აიყვანეს არცახის რესპუბლიკის ჰინ თაღერ-ხწაბერდის მონაკვეთში. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

”თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საკითხი სწრაფად მოგვარდეს. კერძოდ, ვაღარშაკ ჰარუთიუნიანის თქმით, 62 დატყვევებული სამხედრო მოსამსახურეთა სია უკვე გადაეცა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ხოლო მათი პირადი საქმეები გადაეგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს საკითხი ასევე არის არცახში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ყურადღების ცენტრში”,- ნათქვამია განცხადებაში.

ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა დაარწმუნა სამხედრო მოსამსახურეების ახლობლები, რომ თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტყვედ მყოფი სამხედროები სამშობლოში დაბრუნდნენ, და რომ ამ საკითხში არასწორი ინტერპრეტაციები არ არის. როგორც სამხედრო მოსამსახურეების ახლობლების, ასევე თავდაცვის სამინისტროს ძირითადი მიზანი ერთია. რაც შეიძლება მალე ცოცხალი და ჯანმრთელი დავაბრუნოთ სამშობლოში ტყვეობაში მყოფი ყველა ჩვენი  სამხედრო მოსამსახურე.

ნახეთ მეტი
Back to top button