მთავარისაზოგადოება
კორონავირუსის დაავადების მიმდინარეობა სომხეთში

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო ერთი დღის განმავლობაში 537-ით გაიზარდა და გახდა 154602. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
ამ დროისთვის 16685 ადამიანი (-894) მკურნალობს, ჩატარებულია 570214 ტესტი (+2459), ინფიცირებულთაგან 134586 (+1410) გამოჯანმრთელდა. დარეგისტრირდა 2673 გარდაცვლილი (+17). კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზებით გარდაიცვალა, 4-ით გაიზარდა და გახდა 658.