საზოგადოება

მთიანი ყარაბაღის ომის მასალებზე აღძრულია 882 სისხლის სამართლის საქმე

 27 სექტემბერს დაწყებული ომის დროს და ომის შემდგომი პერიოდის განმავლობაში 882 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამხედრო დანაშაულის ფაქტებზე, ათობით ადამიანს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს სისხლის სამართლის საქმეებიდან რამდენიმე დეტალების გასაჯაროებით.

აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს შორის არის საქმე, რომელიც გამოქვეყნდა იმ პუბლიკაციების საფუძველზე, სადაც  სომხეთის პრემიერ მინისტრს სთავაზობდნენ  5 მილიარდ  დოლარს  ყარაბაღის 5 რეგიონის ჩაბარების სანაცვლოდ. მოწმეთა გამოძახება ეუს-ში გრძელდება.

კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სომხური ენის სრულყოფილად მცოდნე აზერბაიჯანელებისათვის  1400 სომხური პასპორტის განაწილების შესახებ, საპასპორტო განყოფილების  ხელმძღვანელების მეშვეობით. აქედან  400 აზერბაიჯანელი  ყარაბაღში გადავიდა.  

საზოგადოებრივ ჩანაწერებსა და ვიდეოებში განთავსებული ბრალდებები იმის შესახებ, რომ ქალაქ შუშის განაპირას მდებარე ქვედანაყოფებს უბრძანეს  დაეხიათ უკან, რომ შუში  წინასწარგანზრახულად გადაეცა აზერბაიჯანს, გახდა  საგამოძიებო ორგანოების გამოძიების საგანი. გარდა ამისა, ზოგიერთ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სამხედროებმა პოზიციები ნებაყოფლობით დატოვეს, ბრძანების გარეშე. პროკურატურის თანახმად, იმავე საქმის ფარგლებში, ასევე შეისწავლება არცახის  რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის სამველ ბაბაიანის 12 დეკემბრის ინტერვიუ და  არცახის  პრეზიდენტის აუდიოჩანაწერი.

აღძრულია ერთი სისხლის სამართლის საქმე სამხედრო სავალდებულო სამსახურზე უარის ტქმის ფაქტზე.

აღძრული სისხლის სამართლის საქმეები წინასწარი გამოძიებისთვის გადაეცათ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს.

ნახეთ მეტი
Back to top button