
მთიანი ყარაბაღის რეგიონში არ უნდა არსებობდნენ ექსტრემისტი ბოევიკები. ამის შესახებ RIA Novosti- ს განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ სირომოლოტოვმა.
მისივე თქმით, ”შუა აღმოსავლეთიდან მებრძოლების მონაწილეობა მთიან ყარაბაღში საომარ მოქმედებებში არის ფაქტი, რომელიც დადასტურებულია არა მხოლოდ ჩვენს მიერ”.
”დაახლოებით ორი ათასი დაქირავებული იყო. თავიდანვე ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით ექსტრემისტი ბოევიკების არსებობით, რომელთაც სჯეროდათ ჯიჰადიზმის იდეოლოგიისა. ჩვენი პოზიცია მათ მიმართ არ შეცვლილა ”ისინი იქ არ უნდა იყვნენ”, – თქვა სირომოლოტოვმა.
არცახის წინააღმდეგ ომის პირველივე დღეებიდან ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიიდან აზერბაიჯანში გაგზავნა დაქირავებულები, რომლბიც მათ გამოიყენეს არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ. ეს ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმაც.
,,რია ნოვოსტის“ ცნობით, 16 ოქტომბერს 1000-ზე მეტი ბოევიკი გადაიყვანეს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.
ცნობილია, რომ 1,5-2 ათასი დოლარი შეჰპირდნენ სირიელ ტერორისტებს ერთი თვის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. ეს ინფორმაცია დაადასტურეს არა მხოლოდ სომხეთის და ყარაბაღის ხელისუფლებამ, საერთაშორისო მედიამ და უცხოელმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა, არამედ სირიის, საფრანგეთის, რუსეთის, აშშ-ს და სხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.