მთავარიპოლიტიკა

შოიგუს შეფასება ყარაბაღში სამშვიდობოების თანდასწრებით მომხდარ ინციდენტებზე

მთიანი ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის დროს სერიოზული ინციდენტები არ მომხდარა,  განაცხადა მინისტრმა სერგეი შოიგუმ დღეს რუსეთის თავდაცვისსამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე.

”ჯერჯერობით სერიოზული ინციდენტები არ დაფიქსირებულა. გაიხსნა ლაჩინის დერეფანი  და ხდება სამოქალაქო მანქანების უსაფრთხო გადაადგილება”, – თქვა მან.

შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ ტყვეთა გაცვლა სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ორგანიზებული იყო რუსი სამშვიდობოების ხელმძღვანელობით პინციპთ “ყველასათვის ყველასთვის”.

9 ან 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადება დაირღვა პირველივე დღეს, როდესაც რუსი სამშვიდობოების შემოსვლა “აღინიშნა” ლაჩინის დერეფანში სომხების ტყვედ ჩაგდებით. ყველაზე დიდი დარღვევა იყო თავდასხმა სომხების მიერ კონტროლირებად ორ სოფელზე ჰადრუთში, სადაც ადრე რუსი სამშვიდობოები უნდა განთავსებულიყვნენ. მათი ჩამოსვლის შემდეგ, გაუგებარი მოვლენები მოხდა. მათი ჩასვლიდან  სამი დღის შემდეგ 150 სომეხი სამხედრო მოსამსახურე მოულოდნელად ტყვედ ჩავარდა, 9 მათგანი წამების შემდეგ მოკლეს. შემდეგ ხდება სოფლების გადაცემა და კრემლი ამბობს, რომ ასეთი ინციდენტები სამშვიდობოებისათვის ზედმეტი  ტვირთია.

არც ტყვეთა  გაცვლის პრინციპი მოქმედებს, ბაქომ ყველა პატიმარი არ დააბრუნა, უფრო მეტიც, მათ არ გამოუქვეყნებიათ ტყვეთა რეალური რაოდენობაც.

ნახეთ მეტი
Back to top button