საერთაშორისო

ეროვნული დაზვერვის დირექტორი აშშ კონგრესს წარუდგენს მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ შეფასებას

აშშ-ს კონგრესი  შეთანხმდა $ 900 მილიარდიანი პაკეტის შესახებ, რომელიც უახლოეს თვეებში იქნება წარმოდგენილი.  ეს კანონპროექტი შეიცავს დებულებებს ბოლოდროინდელი სომხეთ-აზერბაიჯანის ომისა და რეგიონული მოვლენების შესახებ.   ამის შესახებ იუწყება “ამერიკის ხმა”.

კანონპროექტის 615 ნაწილში, სახელწოდებით “დაძაბულობის შეფასება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის” აღნიშნულია, რომ კანონპროექტის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 90 დღისა, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა კონგრესის სადაზვერვო კომიტეტს უნდა წარუდგინოს წერილობითი შეფასება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობის შესახებ. მათ შორის მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, დოკუმენტი ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგ დებულებებს:

1. რეგიონში შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორების სტრატეგიული ინტერესების დადგენა.

2. 2020 წელს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებზე მთიანი ყარაბაღის მიართ ძალის ყველა მნიშვნელოვანი გამოყენების აღწერა  და იმის შეფასება, თუ რომელმა მხარემ დაიწყო ძალის გამოყენება.

3. აშშ- ს აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გავლენის შეფასება რეგიონში ძალთა ბალანსის მხრივ, სამხედრო ძალის შემდგომი გამოყენების შესაძლებლობა.

4. რეგიონში ძალის შემდგომი გამოყენების ან შესაძლო დესტაბილიზაციის ალბათობის შეფასება მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში.

კანონპროექტი ასევე მოითხოვს, რომ დოკუმენტი მომზადდეს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალური ინფორმაციის დანართს.

ნახეთ მეტი
Back to top button