თურქეთმა 60 ჯარისკაცი გაგზავნა აზერბაიჯანში და რუსეთთან ერთად განიხილავს მათი დარჩენის საკითხს
თურქეთმა აზერბაიჯანში 60 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა НТВ-ს ეთერში.
„ამჟამად ჩვენი 60 თანამშრომელი აზერბაიჯანში იმყოფება. სამმხრივი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის ცენტრის შექმნის შესახებ უკვე მიღწეულია, რჩება გადასაჭრელი რამდენიმე საკითხი, მათ შორის მშენებლობას და პერსონალის განლაგებას. ჩვენი ხალხი იმუშავებს რუსებთან. რაც შეეხება მათი იქ ყოფნის ვადებს ჩვენ მოვეთათბირებით რუსულ მხარეს, კვლავ განვიხილავთ ამ საკითხს”, – თქვა მან.
აკარის თქმით, სამუშაოებს “ერთობლივად უხელმძღვანელებენ თურქი და რუსი გენერლები”. მან განმარტა, რომ ”თურქეთის შეიარაღებული ძალების 30-დან 60 წარმომადგენელი” ”რუსებთან ერთად ჩაერთვება” ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში. ”ისინი ყველაფერს გააკეთებენ რუსებთან ერთად, ცეცხლის შეწყვეტის მუდმივობის უზრუნველსაყოფად”, – თქვა აკარმა.