მთავარიპოლიტიკა

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ძალების ბრიგადა მოინახულა

22 დეკემბერს, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ძალების ბრიგადა მოინახულა.

როგორც ,,არმენპრესს“ განუცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, ბრიგადის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა არტაკ ტონოიანმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს წარუდგინა ბრიგადის ორგანიზაციულ-სტრუქტურული თავისებურებები, ჰუმანიტარული სამშვიდობო მისიების ფუნქციები, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.

მარალი შეფასება მიანიჭა რა სამშვიდობო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების მიერ შესრულებულ მისიას, ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა კონკრეტული დავალებები მისცა სამხედრო ნაწილის მეთაურ შტაბს მომავალი სამუშაო პრიორიტეტების მითითებებით.

ვიზიტის დროს თავდაცვის მინისტრმა დაათვალიერა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, გაეცნო სამხედრო შენაერთის აუდიტორიებს, ყაზარმებსა და იარაღის შენახვის პირობებს.

ნახეთ მეტი
Back to top button