მთავარიპოლიტიკა

სომხეთის წარმომადგენელი აუეს-ში: აზერბაიჯანმა 28 დეკემბრამდე ინფორმაცია უნდა მოგავწოდოს სომეხი ტყვეების შესახებ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ შეტანილი კიდევ ერთი საჩივარი, რომელშიც აზერბაიჯანის მთავრობას სთხოვა 28 დეკემბრამდე მიეწოდებინა ინფორმაცია, სამედიცინო ჩანაწერები სამხედრო ტყვეთა შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია მათი გაცვლის პირობების შესახებ. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში ეღიშე კირაკოსიანი.

როგორც  ჩვენ ადრე გამოვაქვეყნეთ,  ეგიშე კირაკოსიანი შეხვდა გიუმრიში, ხწაბერდის ალყაში მოქცეული 62 სამხედრო მოსამსახურის ნათესავებს.

შეხვედრისთანავე, სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლის ოფისმა მოამზადა განცხადება აზერბაიჯანთან 53 სამხედრო პირისათვის დროებითი ღონისძიების შეფარდების შესახებ და წარადგინა საჭირო მტკიცებულებები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ნახეთ მეტი
Back to top button