მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის ციხეში ორი მოხუცი სომეხი მოკლეს, ერთის ცხედარი არ გადმოსცეს. არტაკ ბეგლარიანი

საერთო ჯამში, 53 პატიმარი დაუბრუნდა სომხურ მხარეს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა ადამიანის უფლებათა დამცველმა არტაკ ბეგლარიანმა, შეეხო რა პატიმრების დაბრუნების საკითხს.

”ამ 53 ადამიანის გარდა, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ აზერბაიჯანის ციხეში ორი სამოქალაქო პატიმარი გარდაიცვალა. ერთის ცხედარი გადმოასვენეს, მეორის კი ჯერ ვერ ხერხდება. ორივე შემთხვევაში არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომ ისინი ციხეში მოკლეს. ”ორივე მოხუცი ადამიანია, ერთი 79 წლისაა, მეორე 80 წელს გადაცილებული”, – აღნიშნა ბეგლარიანმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანიდან დაბრუნებული ტყვეებისგან უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ მათ არაადამიანურად მოექცნენ აზერბაიჯანის ციხეებში ტყვეობის დროს, მათ შორის ქალებსაც. სომხეთში დაბრუნებული პატიმართა უმეტესობა ძალადობის გამო კვლავ მკურნალობას გადის საავადმყოფოებში.

ნახეთ მეტი
Back to top button